საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის საშუალებით შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ბუნდესთაგის მუშაობას ხუთი თვის განმავლობაში და გაიაროთ სამთვიანი სტაჟირება პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ოფისში. პროგრამა გათვლილია 30 წლამდე, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოდან, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას. დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.bundestag.de/ips
პროგრამა 2025 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან 120 პირი მიიღებს. გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიაზე (IPS 2025).
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი.
წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში