en
ge

პროექტის ასისტენტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2013
  • ბოლო ვადა: 17.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67306/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი, კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
პროექტის ამოცანებია:
1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე.
2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში
3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით
4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილზე თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით
5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: პროექტის ასისტენტი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 30 თვე
ხელფასის ოდენობა: 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
დატვირთულობა: 100%
მოვალეობები:
** პროექტის დირექტორის და კოორდინატორის ასისტირება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად;
** პროექტის გუნდისათვის და პარტნიორი ორგანიზაციისათვის ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
** ლოჯისტიკური მხარდაჭერა დაგეგმილი ტრეინინგების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებისას;
** პროექტის ან/და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განმავლობაში ჩანაწერის წარმოება;
** ტექნიკისა და სხვა ნივთების შესაძენად შესაბამისი კომპანიების მოძიება და ფასთა წარმოდგენა ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მისაღებად;
** ორგანიზაციაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** კორესპონდენიციის რეგისტრაცია და ადრესატისათვის გადაგზავნა;
** სხვა ვალდებულებები, ორგანიზაციის და პროექტის ამოცანების წარმატებით განსახორციელებლად.
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** პროექტის მენეჯმენტის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია ადამიანის უფლებათა საფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება.
გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო:jobs.ge