en
ge

ადვოკატირების კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2013
  • ბოლო ვადა: 17.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67304/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი, კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
პროექტის ამოცანებია:
1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე.
2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში
3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით
4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილზე თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით
5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: ადვოკატირების კოორდინატორი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 30 თვე
ხელფასის ოდენობა: 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)
დატვირთულობა: 100%
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
** ადვოკატირების გუნდი, სამუშაო ადგილზე არსებული კულტურის ცვლილების მხარდაჭერისა და დისკრიმინაციის პრობლემის გადაწყვეტისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ექსპერტთან ერთად შეიმუშავებს მსხვილი ბიზნესისთვის სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და თანასწორი დასაქმების შესაძლებლობის პოლიტიკის მოდელს.
** ექსპერტის დახმარებით, ადვოკატირების გუნდი, აგრეთვე, გამოავლენს სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის საჩივრების გადაწყვეტის სტრატეგიებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში გამოიყენება. ადვოკატირების გუნდი ჩართავს დამსაქმებლებსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, რომ განსაზღვრონ საჩივრების გადაწყვეტის პროცედურები.
** ადვოკატირების გუნდი იმუშავებს მთავრობასთან ახალი კანონმდებლობის და არსებულის ცვლილებების შესამუშავებლად, რათა უპასუხონ ხარვეზებს, რაც გამოვლინდება პროექტის კვლევის კომპონენტში.
** ადვოკატირების გუნდი შეიმუშავებს სამართლებრივი ადვოკატირების სტრატეგიას, რათა წაახალისოს სამართალშემოქმედნი, დანერგონ რეკომენდაციები, რომელიც კვლევის პროცესში მომზადებული შეფასების ანგარიშში აისახა. ასევე, შეიმუშავებს სტრატეგიას, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა მხარი დაუჭირონ მსხვილი ბიზნესისთვის დისკრიმინაციის პოლიტიკის მოდელს.
** ადვოკატირების გუნდი, აგრეთვე, ადვოკატირებას გაუწევს რეფორმებს არსებული უფლებების განხორციელების გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, გუნდი ადვოკატირებას გაუწევს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს წინაშე სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის პოლიტიკის მოდელის დამტკიცებას.
** ადვოკატირების გუნდი, ასევე, იმუშავებს საინფორმაციო გრაფიკის და ვიდეო რგოლების შექმნაზე, იმ სახით, როგორც ეს პროექტში არის ასახული
** ადვოკატირების გუნდი ჩაატარებს მრგვალი მაგიდის განხილვებს და კონფერენციებს პოლიტიკის შემქმნელებსა და სხვა მხარეებთან, ისევე, როგორც კერძო შეხვედრებს ძირითად მხარეებთან.
** ადვოკატირების გუნდი მონაწილეობას მიიღებს ყოვლისმომცველი მედია სტრატეგიის შემუშავებაში, რომლის მიზნებიც იქნება პოლიტიკის შემქმენელებზე ზეგავლენის მოხდენა, დაამტკიცონ რეფორმები, საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების წახალისება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები სამუშაო ადგილას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
** ადვოკატირების გუნდი ორგანიზებას გაუწევს რადიო და სატელევიზიო თოქშოუებს.
** ადვოკატირების გუნდი შეიმუშავებს პოსტერებს, ფლაერებს, სხვა ბეჭდურ და საინფორმაციო მასალას, რომელიც გავრცელდება თბილისსა და რეგიონებში, ტრენინგების დროს.
** შეასრულებს სხვა ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება პროექტის მიზნების და ამოცანების შესრულებას.
მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურიდიულ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება
** სამართლებრივი და მედია ადვოკატირების გამოცდილება
** დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით მუშაობის გამოცდილება
** სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- კონვენცია 100: მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის
- კონვენცია 111: შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენცია
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით
- საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ
- შრომის კოდექსი
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ "თანამდებობის სახელწოდება". გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო:jobs.ge