პროექტის "დემოკრატია იწყება სკოლაში" (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: ზოგადი განათლება, განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, სკოლის დემოკრატიული მმართველობა და ახალგაზრდული საქმიანობა.
წყარო: jobs.ge