"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს განაცხადების მიღებას მშვიდობის პლატფორმაში მონაწილეობისთვის.
რა არის მშვიდობის პლატფორმა?
მშვიდობის პლატფორმა გააერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა პროფესიული და საზოგადოებრივი სფეროდან (აქტივიზმი, აკადემია, პოლიტიკა, მედია, ხელოვნება და ა.შ.), რომლებიც დაინტერესებულები არიან ომის, კონფლიქტების და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებით და მზად არიან ამ მიმართულებით საზოგადოებრივ პროცესებში ჩაერთონ.
მშვიდობის პლატფორმა მონაწილეებს შესთავაზებს ინტერდისციპლინური ლექციებისა და დისკუსიების ციკლს კონფლიქტების, ისტორიის, მშვიდობისა და პოლიტიკის საკითხებზე. პლატფორმის ფარგლებში დაორგანიზდება გასვლითი ვიზიტები კონფლიქტით დაზარალებულ სხვადასხვა თემთან, ასევე გაიმართება შეხვედრები პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი