ევროპული ინსტიტუტი (CIFE) იწყებს განაცხადების მიღებას აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე ევროპული კვლევების მიმართულებით.
ორწლიანი პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალებისათვის, რომლებსაც კარიერასთან ერთად სწავლის გაგრძელება სურთ. აღნიშნული პროგრამისთვის შექმნილია სპეციალური ელექტრონული სწავლების პლატფორმა, გარდა ამისა, ჩატარდება რვა სემინარი შემდეგ ქალაქებში: ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, ნიცა, რომი და ვენა.
ხელმისაწვდომია სასწავლო გრანტების შეზღუდული რაოდენობა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი 2024.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში