სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კამპანიის "ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, აცხადებს, უკვე ტრადიციულ, კონკურსს ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“.
კონკურსის მიზანი:
ახალგაზრდული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ – მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს. მათ შორის, სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.
კონკურსის ფორმატი:
2024 წელს კონკურსის დასახელებაა – დადექი ისტორიის სწორ მხარეს!
მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ რაიმე აქტივობა, მაგალითად: საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვ. შემდეგ 2 თემაზე:
სასრგებლო ბმულები:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ საზოგადოება) საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – https://society.iliauni.edu.ge
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) – https://sovlab.ge
საქართველოს ეროვნული არქივი – https://archive.gov.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) – https://cesko.ge
საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები გაიმართება:
2024 წლის 17-18 სექტემბერს 13:00 საათზე
ონლაინ შეხვედრების ბმული
შეხვედრის ID: 821 0229 8378
კოდი: 6789 Invite
ბმული: https://us02web.zoom.us
საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა:
საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა);
(დეტალური ინსტრუქცია იხ. საკონკურსო განაცხადის ფორმა https://civilin.org).
შეფასება:
კონკურსი ახალგაზრდებისთვის – „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავ-ლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქა-ლაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის ვადები:
საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2024 წლის ივნისიდან – 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხილება.
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com
პროექტის შესახებ:
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძ-ლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარები-სთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
საკონტაქტო პირი:
თემურ ჯალიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ტელ: 599 759 724 ელ.ფოსტა: temuri@civilin.org
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი