სოლიდარობის თემი გიწვევთ "სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების" სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის.
პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის შეიქმნას სივრცე ისეთ საკითხებზე მსჯელობისთვის, როგორებიცაა: არაძალადობრივი კომუნიკაცია, მედიაწიგნიერება, ლიდერობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების" (ÖPR) პროგრამის ფარგლებში.
წყარო: სოლიდარობის თემი