კონკურსისთვის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ განაცხადების მიღება გრძელდება!
უცნობი ამბების შესახებ წერთ, თუ მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაგზავნოთ თქვენი ჟურნალისტური ნამუშევარი, მოიპოვოთ აღიარება და გახდეთ ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი. კატეგორიები მოიცავს საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ოქტომბერი.
წყარო: ევროკავშირი