en
ge

საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური მედეგობის მხარდასაჭერად“. 

საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცვალებად სამოქმედო გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობების განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერებისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და და ააიპ სტატუსის მქონე მოქმედ ორგანიზაციებს, რომელიც საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს.

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)