"იდენტობა" აცხადებს ვაკანსიას მედია მენეჯერის მუდმივ საშტატო პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა. მედია მენეჯერის საქმიანობა მოიცავს:
** მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარებასა და უშუალოდ წარმართვას;
** ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქების მიზნით, წერილობითი და მულტიმედია მასალების შექმნასა და გავრცელებას;
** ორგანიზაციის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელებში გვერდების მართვას, მათ შორის საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას;
** ბეჭდური და ელექტრონული მასალების ერთობლივ მომზადებაში მონაწილეობასა და ხარისხის კონტროლს.
შერჩევის კრიტერიუმები. წარმატებული კანდიდატი:
** სოლიდარულია მარგინალიზებული სოციალური ჯგუფების მიმართ და თავისუფალია ქსენოფობიური და ჰომოფობიური დამოკიდებულებებისგან (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვს).
** დაგროვებული აქვს სათანადო გამოცდილება სამუშაოს აღწერილობაში მითითებულ ოთხივე პუნქტში (მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მედიის სფეროში).
** ფლობს მედია - მკვლევარის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ფილოლოგის ან ჟურნალისტის აკადემიურ ხარისხს (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც მაგისტრის ან დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი აქვს).
** დამოუკიდებლად, მითითების გარეშე მუშაობის უნართან ერთად, გუნდური მუშაობის უნარებით გამოირჩევა.
** ინგლისური ენისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია.
ანაზღაურება: 1.000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
კონტრაქტის ხანგრძლივობა და განრიგი: მუდმივი საშტატო ერთეული (40 სთ. კვირაში). პირველადი კონტრაქტის ხანგრძლივობა 3 თვე.
საბუთები და თარიღები: CV და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ მისამართზე: info@identoba.com 18.01.2014, 18:00 საათამდე. სათაურში სავალდებულოა შემდეგი სიტყვების მითითება - "მედია მენეჯერი".
ვაკანსიის შესახებ დამატებითი კითხვები არ მიიღება.
ორგანიზაციის შესახებ: "იდენტობა" საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს და ცდილობს განსხვავებული და გარიყული თემების ერთდროულად წარმოჩენით მათ ერთიანობის, თვით-ადვოკატირების და ურთიერთდახმარების რწმენა შემატოს. იდენტობის მისია არის დაფუძნებული დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი საზოგადოების რწმენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი უნარების მქონე პირებისა და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე.
თანაბარი შესაძლებლობების დასაქმების პოლიტიკა: "იდენტობა" დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის ერთგულია, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე დასაქმების მსურველთათვის - მიუხედავად მათი რასისა, რელიგიისა ან აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, შეზღუდული შესაძლებლობებისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, გენეტიკური ინფორმაციისა ან ასაკისა. ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილი დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნების მიუხედავად, დამსაქმებულის ყველა მოქმედება (დასაქმების მსურველთა მოძიება, თანამშრომელთა შერჩევა, შემცირება, გადაყვანა, დაწინაურება, წვრთნა, დისციპლინური ქმედება და სხვა შეთავაზებები) მხოლოდ ინდივიდის კვალიფიკაციასა და უნარებს ემყარება. რესურსები და მომსახურება თანაბრად მისაწვდომი და განაწილებულია. დისკრიმინაციის ამკრძალავი პოლიტიკა სამართლიან და მიუკერძოებელ მოპყრობას ეფუძნება, რომლის უგულებელყოფა შესაძლებელია გახდეს დისციპლინარული ქმედების საფუძველი.
წყარო:jobs.ge