საქართველოს მომავლის აკადემია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან პარტნიორობით აცხადებს მიღებას პროექტის „ღია გონების აკადემია“ ახალციხის ნაკადზე!
„ღია გონების აკადემია“ არის პროექტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 16-23 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს 6 ქალაქიდან. აკადემიის სალექციო კურსები ჩატარდება 8 დღე, 4 შაბათ-კვირის განმავლობაში და მოიცავს ხუთ მოდულს:
- სახელმწიფო მოწყობა, აქტიური მოქალაქეობა და საჯარო ჩართულობის პლატფორმები.
- კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები საქართველოში; ადამიანის უფლებები (თანასწორობის უფლება).
- საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ახალგაზრდების როლი.
- პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (ინიციატივებზე მუშაობა); საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
- დებატების უნარებისა და ფორმატის სწავლება, რომელიც აკადემიაში განხილული თემების მიხედვით დებატების ტურნირით დასრულდება.
წყარო: საქართველოს მომავლის აკადემია