en
ge

სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს შერჩევას სასწავლო პროგრამაში – „ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა“– მონაწილეთა მისაღებად. პროგრამა ხორციელდება 2001 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ანალიზის საკითხებში. ქართველ ლექტორებთან ერთად მოდულებს გაუძღვებიან აშშ-ის წამყვანი საგანმანათლებლო უნივერსიტეტების პროფესორები და დარგის ექსპერტები საჯარო გამოცდილებით.

წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი