ახალი ამომრჩევლის სკოლა არის პლატფორმა კომენტარის პროექტი. სკოლის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში, ხელი შეუწყოს მათ დაინტერესებას დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის იდეებით.
სკოლაში მონაწილეობისთვის შეირჩევიან 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. ისინი დაესწრებიან კომენტარის მიერ ორგანიზებულ თემატურ ლექციებსა და დისკუსიებს.
სკოლის ხანგრძლივობა: 1 თვე.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
წყარო: პლატფორმა კომენტარი