en
ge

ტრენინგი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 29.08.2024
  • ბოლო ვადა: 15.09.2024
  • ბმული: https://www.facebook.com/photo/?fbid=122107935776474906&set=a.122104426526474906

20-22 სექტემბერს უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს მონაწილეობა მიიღონ ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზებულ ტრენინგში, მას გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები.

შეხვედრის მესამე დღეს - 22 სექტემბერს მონაწილეებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა იურისტთან, რომელიც დეტალურად გააცნობს მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებებსა და ქვემდებარე აქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უპასუხებს მათ კითხვებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 15 სექტემბერი.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში