საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" გიწვევთ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს პროექტში მონაწილეობისთვის. პროექტი ხორციელდება კივიტასის ჩეხ, სლოვაკ და პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შერჩეული სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც შედგება ონლაინ ტრენინგებისა და გასვლითი ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრისგან. პროგრამის დასრულების შემდეგ, პედაგოგები ჩაატარებენ ტრენინგებს თავიან სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, მაღალკვალიფიციური ქოუჩების მხარდაჭერით. სასწავლო პროგრამის მიზანია, მონაწილეთა კომპეტენციის გაზრდა და პედაგოგიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ქსენოფობიის, რასიზმისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართული საკითხების პრაქტიკაში გამოყენებისთვის. პროგრამა დაფუძნებულია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია - OPU-ს მიერ შემუშავებულ 10 წლიან მოდელზე, რომელიც მიგრანტების მიმართ ანტიდისკრიმინაციული ცნობიერების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
წყარო: jobs.ge