en
ge

SHUTTLE პროგრამა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშემწყობ "SHUTTLE" პროგრამას სთავაზობს ქალებს.

 "SHUTTLE" არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, "Action Against Hunger" მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ამ ეტაპზე დაუსაქმებელი ქალების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშეწყობას, კარიერული განვითარების მხარდაჭერას, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების (კომუნიკაცია, გუნდურობა, დროის მენეჯმენტი, ემოციური ინტელექტი და სხვა) განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამა მოიცავს 3-თვიან ტრენინგებს (კვირაში 2-ჯერ, 4 საათის განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეირჩევა ძლიერი მოტივაციის მქონე 25 მონაწილე. პროგრამა ხორციელდება ქუთაისში.

წყარო:jobs.ge