ააიპ "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, მათ ოჯახებთან ასევე, სერვისის მიმწოდებელ პირებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, ძირითადად რეგიონებში.
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგი ინტერნის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
** ტრენინგების ჩატარება ინკლუზიური განათლების საკითხებზე;
** არავერბალური ინტელექტის ტესტის ნორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეფასება და მონაცემების დამუშავება და რეკომენდაციების დაწერა.
მოთხოვნები:
** კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით;
** კომუნიკაბელური, აქტიური;
** სასურველია ინგისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, ინტერნეტი).
სამუშაო ადგილი: ძირითადად რეგიონები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგზავნოთ თავიანთი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მისამართზე: mac_info@macgeorgia.org. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წყარო:jobs.ge