შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის საქართველოში!
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება“ – აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის საქართველოდან და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. გრანტები გაიცემა საქმიანი კავშირების ხელშესაწყობად, არსებული ქსელების გასაძლიერებლად, ახალი თანამშრომლობების დასამყარებლად და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს ტრანსატლანტიკური ფონდი (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან – „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“ – თანამშრომლობით უძღვება.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში