ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2016 წელი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება, ანგარიშების მომზადება. პროექტის კოორდინატორი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია "ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის დირექტორის წინაშე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის მართვა
** პროექტის მიზნების მიღწევა დადგენილი ინდიკატორების შესაბამისად
** პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა/მართვა
** პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დადგენილი ვადების გათვალისწინებით
** პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობით, პროექტისა და ფინანსური რესურსების ადმინისტრირება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** პროექტის აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
** პროექტის ბიუჯეტით გაწეული ხარჯების მონიტორინგი
** პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და ყოველთვიური სტატისტიკის წარმოება
** დონორი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და პროექტის მართვის პროცესში ეროვნული ასოციაციის პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინება
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალურ, ფსიქოლოგიურ, და/ან სხვა მომიჯნავე სფეროში
** სოციალურ/ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, მენეჯმენტის კუთხით მუშაობის, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
** ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
** ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:jobs.ge