გახდით სოციალური საწარმოს მენტორი, დაეხმარეთ ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი იდეა და შექმნან სოციალური გავლენა!
ჯუნიორ ეჩივმენტი იწვევს ბიზნეს სექტორის, გამოცდილი სოციალური საწარმოს წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტში „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ შექმნილი სოციალური საწარმოების მენტორობისთვის!
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები სწავლობენ, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალური სოციალური საწარმოების სამყარო და ემზადებიან მომავალი კარიერისთვის, ასევე, სწავლობენ სოციალური საწარმოს შექმნის საწყისი ნაბიჯების გეგმის შედგენასა და დაფინანსების მოპოვებას.
წყარო: ჯუნიორ ეჩივმენტი