en
ge

განათლების ექსპერტი - საბუნებისმეტყველო საგნები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 10.01.2014
  • ბოლო ვადა: 31.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67621/
კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" პროექტში - "კითხვა უკეთესი მომავლისათვის" (Reading for Better Future), აცხადებს კონკურსს სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა განათლების ექსპერტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
პროექტი ხორციელდება 2013 წლის 20 აგისტოდან USAID - ის მხარდაჭერით. მისი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა კითხვის უნარების განვითარება და განათლების ზრდა. პირველი რიგის ამოცანაა ასაკის შესაბამისი სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული სახელმძღვანელოების შექმნა და მასწავლებლების მიერ სწავლების მეთოდების ათვისება დაწყებით კლასებში (1-6 კლასი). ასევე მნიშვნელოვანია იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მოზიდვა და ჩართვა საგანმანათლებლო სისტემაში, რომლებიც ამჟამად დარჩენილნი არიან სკოლის მიღმა.
ყრუ და სმენა დაქვეითებული მოსწავლეების განათლების ექსპერტის პასუხისმგებლობები:
** ითანამშრომლოს ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც იმუშავებს სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეთა 1-6 კლასის სახელმძღვანელოების შექმნაზე სხვადასხვა საგანში, როგორიცაა ქართული, მათემატიკა, ჟესტური, ბუნება, და ისტორია.
** 1-6 კლასების მოსწავლეებისათვის საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოს შინაარსის და მეთოდოლოოგის შექმნა;
** 1-6 კლასების მასწავლებელთა სახელმძღვანელოების შექმნა აღნიშნული მიმართულებით;
** მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების შინაარსისა და მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით;
** დამხმარე სახელმძღვანელოების პირველადი ვერსიების შედეგად მიღებული უკუკავშირების განხილვა პროექტში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად;
** დისკუსიის შედეგებზე დაყრდნობით წიგნების საბოლოო ვერსიების დასრულება საბეჭდი ფაილისათვის "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მისაღები ფორმით.
საჭირო კვალიფიკაციები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
** სასურველია გამოცდილება ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებში
** სასურველია იყოს ავტორი უკვე გამოცემული წიგნებისა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით
** საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზედმიწევნით ცოდნა ეროვნული კურიკულუმის მიხედვით
** საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტების ცოდნა ეროვნული კურიკულუმის მიხედვით
** განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევები, ანიმაციური და სხვა დამატებითი ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა; წიგნზე მუშაობისას ** რედაქციული სამუშაოების გამოცდილება და უნარი ითანამშრომლოს წიგნის კომპიუტერულ რედაქტორთან
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა
შერჩევის კრიტერიუმები:
** შესაბამისი განათლება
** ექსპერტიზა სმენის დაქვეითების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებში
** სახელმძღვანელოებზე მუშაობის გამოცდილება
** ზოგადი პროფესიული უნარები (კომპიუტერული პროგრამები, რედაქტირების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი)
კონტრაქტი დაიდება 24 თვით, 2-თვიანი გამოსაცდელი ვადით. 12 თვის შემდეგ მოხდება შეფასება, რომლის საფუძველზეც მოხდება კონტრაქტის განახლება შემდგომ 12 თვისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კონტრაქტის ვადის გაზრდა რამდენიმე თვით.
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ა) მეილზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და ბ) გასაუბრება.
განცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 იანვარი. კონკურსის მონაწილეებს შედეგები ეცნობება არაუგვიანეს 2013 წლის 5 თებერვლისა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისათვის.
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 595 035 037- მაკა ჭანკვეტაძე
წყარო:jobs.ge