en
ge

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი „რატომ ევროპა?“

საქართველოს კინოინსტიტუტი, რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით და "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით, აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, სახელწოდებით „რატომ ევროპა?“ 

კონკურსის მიზანია, დაინტერესებულმა ადამიანებმა, შემოქმედებითი გზითა და ორიგინალური ხერხებით გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ ოჯახში სწრაფვასთან დაკავშირებით. ფილმების ფორმასა და ჟანრში არ არის შეზღუდვა. 

ნამუშევარი შეიძლება იყოს მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ესსე, მუსიკალური კლიპი, ან თუნდაც ექსპერიმენტული სახის; მთავარი მოთხოვნაა, რომ ის პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.

წყარო: კინოინსტიტუტი