en
ge

პრემია ,,ლექსო“ - უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პრემიის წლევანდელი პრემია განკუთვნილი იქნება იმ მედია პროფესიონალებისათვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით აშუქებენ პროტესტს. გამარჯვებულის გამოსავლენად მნიშვნელოვანია მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის როლისა და წვლილის შეფასება საქართველოში საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციების გაშუქებისთვის, უფლებადარღვევების დოკუმენტირებისთვის, მისი ადვოკატირებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და საჭირო დოკუმენტაცია შექმნა ადამიანის უფლებების დასაცავად. 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.

წყარო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი