en
ge

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. 

საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000 აშშ დოლარს.

წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა