en
ge

დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 12.01.2014
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი" იწვევს 18-დან 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდებს დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბათუმში, 2014 წლის 3 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით.
ტრენინგ კურსის პირველ ციკლში, ახალგაზრდები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას დემოკრატიის ცნებისა და ძირითადი ღირებულებების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლიანი მმართველობის, ტოლერანტობის კულტურის, გენდერული თანასწორობის და სამოქალაქო აქტივობის ფორმების შესახებ. გარდა თეორიული კურსისა, ჩატარდება ასევე სასწავლო ტური, რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ეროვნული უმცირესობათა სათვისტომოების, რელიგიური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და მათთან დიალოგის რეჟიმში განიხილავენ დემოკრატიის ძირითად გამოწვევებს და შესაძლებლობებს.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა რეზიუმეები (CV) უნდა გამააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: tsialakatamidze@gmail.com არა უგვიანეს 12 იანვრისა.