"აშშ-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში" აცხადებს კონკურსს მოტივირებული და კვალიფიციური ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სსიპ-ებისა და პროფესიული ასოციაციებისთვის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისის მისაღებად. შერჩეულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ამერიკელ მოხალისესთან ერთად 9-დან 12-თვემდე როგორც მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების განხორციელების, ისე ადამიანური შესაძლებლობების, მდგრადი ორგანიზაციული და სათემო განვითარების ხელშეწყობისთვის. მოხალისეები ორგანიზაციაში არ ცვლიან კვალიფიცირებულ ქართველ თანამშრომლებს, ისინი არ ასრულებენ დაქირავებული თანამშრომლის როლსა და ფუნქციებს.
წყარო: jobs.ge