en
ge

ახალგაზრდების მობილიზატორი

"ქეა კავკასია" პროექტის "ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდების მობილიზატორის პოზიციაზე. 

პროექტის "ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, ქეა კავკასია ეძებს ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც განახორციელებს ახალგაზრდების მობილიზატორის საქმიანობას. მობილიზატორი იმუშავებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კოდაში, სამღერეთსა და სამშვილდეში არსებულ სამ ახალგაზრდულ კლუბთან. ახალგაზრდებთან მუშაობის ფარგლებში, მობილიზატორი შეისწავლის მათ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს, რათა ეფექტურად მოხდეს ახალგაზრდების ჩართვა პროექტის აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს პროექტის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას.

წყარო: jobs.ge