"USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში" ფარგლებში ცხადდება განაცხადების კონკურსი - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები.
პროგრამის მიზანია კონკურსის საშუალებით 17 საპილოტე პროექტის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
საპილოტე პროექტები შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, მოთხოვნის მხარის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიც არის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკის, ასევე სხვა ალტერნატიული წყაროების ტექნოლოგიები.
წყარო: jobs.ge