en
ge

საგრანტო კონკურსი საქართველოს კერძო უნივერსიტეტებისათვის

"USAID საჯარო მმართველობის პროგრამა", რომელსაც ახორციელებს USAID-ის პარტნიორი ორგანიზაცია DAI გლობალი, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს კერძო უნივერსიტეტებისათვის მონაცემთა ჟურნალისტიკის სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. 

კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებმა შეძლონ მონაცემთა ჟურნალისტიკის თანამედროვე კურიკულუმის შექმნა, ან არსებული კურსის გაუმჯობესება. ეს მოიცავს მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ვიზუალიზაციის უნარებს, ასევე მონაცემებთან მუშაობის ეთიკურ მიდგომებს. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 11 ნოემბერი, 19:00 საათი.

წყარო: jobs.ge