en
ge

ზამთრის სკოლა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საჯარო მმართველობის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. 

ზამთრის სკოლის მიზანია, გაიზარდოს სტუდენტების ინფორმირებულობა და შესაძლებლობები საჯარო მმართველობის სფეროში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ზამთრის სკოლა ორიენტირებულია, სტუდენტები აღჭურვოს ცოდნით, უნარებითა და ინოვაციური აზროვნებით, რაც აუცილებელია მომავალი თაობის საჯარო მოხელეებად ჩამოყალიბებისთვის.

წყარო: jobs.ge