ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2025 წლის კონკურსში.
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ დეტალები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. Პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:
1. კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, მონუმენტები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;
2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;
3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები. წარდგენის ვადა:
წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში