"USAID მედია პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს ონლაინ მედიისთვის და ჟურნალისტური კონტენტის ინდივიდუალური შემქმნელებისთვის. გრანტის ფარგლებში უნდა მომზადდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტური პროდუქტი თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის და გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი.
წყარო: jobs.ge