en
ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საზოგადოება და ბანკები
  • დაწყების თარიღი: 14.01.2014
  • ბოლო ვადა: 21.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67839/
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დაგეგმილი PR სტრატეგიის შესაბამისად, კამპანიების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია (ბიუჯეტირება და შესრულების მონიტორინგი), მათ შორის შემდეგი კონკრეტული მოვალეობების შესრულება:
** ურთიერთობა მედიასთან, დაინტერესებულ კერძო პირებთან, ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებასთან. მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
** პრესრელიზის და განცხადების შედგენა და გავრცელება;
** მედია გაშუქების ორგანიზება;
** შიდა გამოცემების რედაქტირება, სიტყვით გამოსვლისთვის ტექსტის შედგენა, სტატიებისა და წლიური ანგარიშების შედგენაში მონაწილეობა/რედაქტირება;
** ბროშურების, ჰენდაუტების, ლიფლეტების, პრომო ვიდეოების, ფოტოების, ფილმებისა და სხვა მულტიმედიური კონტენტის დამზადება და შემდგომი გამოყენების ზედამხედველობა;
** პრესკონფერენციების, გამოფენების, ღია კარის დღეების, პრესტურების ორგანიზება;
** კომპანიის ვებ-გვერდის განვითარება და ყოველდღიური მონიტორინგი;
** მარკეტინგული კვლევის შეკვეთა, მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი;
** საზოგადოებრივი ინიციატივების წამოყენება და მართვა;
** კრიზისული სიტუაციის მართვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მენეჯმენტის სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება: საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულებით, სასურველია საბანკო სფეროში, პროექტების მართვის მინ. 3 წლიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური - თავისუფლად წერის და საუბრის უნარი; რუსული - გამართულად საუბრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა კარგად: MS Excel, MS Word, MS Power Point, სასურველია ვებ პლატფორმებთან, ბლოგებთან, ფორუმებთან მუშაობის გამოცდილება;
** დახვეწილი და კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი (სტატიების, პრესრელიზების, ინტერვიუების ორგანიზებისა და წერის უნარი);
** ორგანიზატორული უნარები, პროექტების მართვის, მათ შორის ღონისძიების ან მისი გარკვეული კომპონენტების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზება და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოიალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის და კრეატიული გამოსავლის მოძებნის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი მოტივაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე SocietyandBanks@gmail.com 2014 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge