"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს "PH International საქართველო", აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10, 000 აშშ დოლარს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 იანვარი.
წყარო: jobs.ge