სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) პროექტის - "უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში" - ფარგლებში იწვევს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ორდღიან ტრენინგ-კონკურსში - "ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის" მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების უნარების გაუმჯობესებასა და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირების მნიშვნელობის წარმოჩენას მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის პროცესში.
წყარო: jobs.ge