არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტების მართვა და კოორდინაცია (ბიუჯეტირება და შესრულების მონიტორინგი), მათ შორის:
** სარეკლამო/საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა, მომზადების პროცესის კოორდინაცია და კონტროლი;
** არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიისა და ტაქტიკის შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვა;
** განხორციელებული კომუნიკაციების ეფექტურობის გაზომვა;
** შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციისათვის ნებისმიერი საჭირო მასალის მომზადება;
** დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის განხორციელება;
** ნებისმიერი სახის მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება;
** შეხვედრებისა და საქმიანი მიმოწერის წარმოება, კონტროლი და განხილვა;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი;
** ახალი იდეების გენერაცია (დასმული ამოცანების შესაბამისად).
სავალდებულო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მენეჯმენტის სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება: მარკეტინგის, სასურველია საცალო მარკეტინგის და/ან ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით პროექტების მართვის მინ. 3 წლიანი გამოცდილება.
** სავალდებულო ცოდნა, უნარები: ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი; ინგლისური - თავისუფლად წერის და საუბრის უნარი; რუსული - გამართულად საუბრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა კარგად: MS Excel, MS Word, MS Power Point, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** დახვეწილი და კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზატორული და პროექტების მართვის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზება და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოიალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზის და კრეატიული გამოსავლის მოძებნის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი მოტივაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე SocietyandBanks@gmail.com 2014 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge