"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია მომავალი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მხარდაჭერა და გაძლიერება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს.
წყარო: jobs.ge