ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო" პროექტის: "ბავშვისა და ოჯახის ზრუნვის სისტემის განვითარება საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო ტიპის სახლში აღმზრდელის პოზიციაზე.
სამუშაო: საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" (თბილისი), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (კახეთი), საზოგადოება "ბილიკი" (ხაშური), SOS ბავშვთა სოფელი (ქუთაისი, ხონი) ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" (გარდაბნის რ/ნ.) - აღმზრდელის რეზერვი.
მცირე საოჯახო ტიპის სახლები მდებარეობს ქ.თბილისში, თელავის რაიონში, სოფ. კურდღელაურში, სოფ. ვარდისუბანში, ხაშურში, გარდაბნის რაიონში, სოფ.ნორიოში, ქ.ქუთაისში, ხონში.
მცირე საოჯახო ტიპის სახლში მუშაობს 5 აღმზრდელი (მცოცავი გრაფიკით) სულ 10 ბავშვთან, დამლაგებლისა და მზარეულის გარეშე.
** თუ სურვილი გაქვთ იმუშაოთ ბავშვებთან;
** უნარი შეგწევთ, შეხედოთ სამყაროს ბავშვების თვალით;
** არ იყენებთ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს;
** ხართ ოპტიმისტი და არ გეშინიათ სიძნელეების;
** ხართ ხელმარჯვე, შეგიძლიათ საოჯახო საქმის მოხერხებულად გაძღოლა;
** შეგიძლიათ მოუსმინოთ და გაუგოთ ბავშვებსა და მათ მშობლებს,
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა აღმზრდელების შესარჩევ კონკურსში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თანდართული განაცხადის შევსებული ფორმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: teona_sabanadze@mail.ru
ასოციაცია "ჩვენი სახლი-საქართველო".
http://www.OHG.ge
იხილეთ CV ფორმა ლინკზე: http://www.scribd.com/doc/193683738/CV
რეზიუმეს მიღება წარმოებს 2014 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge