en
ge

ეკონომიკური ანალიტიკოსი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საზოგადოება და ბანკები
  • დაწყების თარიღი: 15.01.2014
  • ბოლო ვადა: 24.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67910/
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აღნიშნული თანამდებობის ძირითადი მოვალეობაა საბანკო ინდუსტრიის ანალიზი და კვლევითი ანგარიშების მომზადება;
** რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების შეგროვება, ანალიზი;
** ანალიზის საფუძველზე საბანკო სექტორის კვლევითი ანგარიშების მომზადება;
** მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროცესში შესაბამის სააგენტოებთან, ორგანიზაციებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
** მოთხოვნის შესაბამისად პრეზენტაციების მომზადება;
** შეხვედრებზე, კონფერენციებზე დასწრება საჭიროებისამებრ;
** ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი;
** საბანკო სექტორის მუდმივი მონიტორინგი, ინდუსტრიის თრენდების, არსებული მდგომარეობის, ზემოქმედი ფაქტორების და სხვა ანალიზი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
** ეკონომიკის/საფინანსო სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება კვლევების, მონაცემების სტატისტიკურად დამუშავების მიმართულებით.
ცოდნა/უნარები:
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად. გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური - თავისუფლად წერის და საუბრის უნარი; სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** MS Excel-ის და სხვა სტანდარტული MS Office აპლიკაციების ცოდნა;
** სტატისტიკური დამუშავების მეთოდები;
** სპეციფიკური მაჩვენებლების საზოგადოებისთვის გასაგები ენით გადმოცემის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
** დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** ეფექტურად მუშაობის უნარი, როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრეზენტაციის წარმოდგენის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე societyandbanks@gmail.com 2014 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge