სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის".
თუ ხარ აქტიური მოქალაქე, სამოქალაქო აქტივისტი ან ჟურნალისტი და გინდა გაიუმჯობესო ცოდნა და უნარები სამოქალაქო ჟურნალისტიკის მიმართულებით, მაშინ ეს კურსი აუცილებლად დაგაინტერესებს.
დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობა, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაბამისი უნარები განასხვავონ დეზინფორმაცია ნამდვილი ინფორმაციისგან, იცოდნენ როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და პლატფორმები საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებისთვის. ხშირად მოქალაქეები წინ უსწრებენ ტრადიციულ მედიას და თავად არიან მნიშვნელოვანი ახალი ამბების გამავრცელებლები, რაც ნიშნავს რომ თითოეული მოქალაქე არა მხოლოდ პასიური მიმღებია ინფორმაციის, არამედ ხშირად მედიის როლს ასრულებს და თავად ქმნის ახალ ამბებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მიმდინარე მოვლენების გადაღებისათვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვენები და თავად არ გახდნენ დეზინფორმაციის, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მასალის გამავრცელებლები.
კურსი განკუთვნილია:
რას ისწავლი კურსზე?
კურსის საშუალებით ისწავლი აქტივიზმის როლს, როგორ უნდა მოიძიო და შექმნა ახალი ამბავი. ისწავლი პლატფორმებს, სადაც შეგეძლება გადაამოწმო ინფორმაცია, რათა არ გახდე დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. ასევე ისწავლი ფოტო ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს და რა როლი აქვს მედიას სტერეოტიპების და სტიგმის დაძლევის/გაღვივების მიმართულებით.
კურსი მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ. სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. კურსზე სწავლა არის უფასო.
სასწავლო კურსი არის მთლიანად დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები და დავალებები, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი, სადაც მსმენელს თავად შეუძლია დროის განაწილება.
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით.
კურსი მოიცავს 8 ლექციას, სწავლის ხანგრძლივობა კი არის ორი თვე.
მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია ელ–ფოსტით მიაწვდის დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და განრიგის შესახებ.
კურსზე სწავლება დაიწყება მარტში.
აპლიკაციის შესავსებად მიყევით ბმულს: https://forms.gle/HUjJQc3hSGbAKqT27
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 თებერვალი, 2025 წელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი