"ქეა კავკასია" (CARE Caucasus) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის.
აღნიშნული კონკურსი ტარდება პროექტის "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის"ფარგლებში, რომლის მიზანია ქალთა უფლებების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება საქართველოში.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უზრუნველყონ თანასწორობისა და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხების, ქალების და გოგოების საჭიროებების ადვოკატირება და ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: შედარებით გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ა (ა)იპ), რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს მეწარმეთა კანონის შესაბამისად პროექტის სამიზნე არეალში, კერძოდ კახეთსა და ქვემო ქართლში.
წყარო: jobs.ge