en
ge

მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა - განაცხადების მიღება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: „ჰელფინგ ჰენდი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.01.2014
„ჰელფინგ ჰენდი" აშშ–ის მშვიდობის კორპუსის „ახალგაზრდობისა და მოხალისეობის კომიტეტეთან" პარტნიორობით მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენაში სამოქალაქო ორგანიზაციებისგან იწყებს განაცხადის მიღებას. გამოფენა გაიმართება 2014 წლის 15 თებერვალს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ქორთიარდ მარიოტში.
გამოფენა თბილისსა და ბათუმში ყოველწლიურად მასპინძლობს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს და იზიდავს მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. გამოფენის დროს, ხდება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე ადვოკატირებისა და მოხალისეობრივი პროგრამების გაცნობა, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტებს. ეს შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს დაუკავშირდნენ და მოიძიონ მათთვის სასურველი და საინტერესო მოხალისეობრივი საქმიანობა. მოხალისეობის გამოფენა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობაა მოახდინონ მოხალისეთა შერჩევა და საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადი ა.წ 31 იანვარის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: helpingvolunteer@gmail.com