არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა” საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია დამწყებ და მომავალ სოციალურ მუშაკებს უფასო ტრენინგს სთავაზობს ლგბტ საკითხებში. ტრეინინგში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სოციალური სამუშაოს შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტს ან დამწყებ სოციალურ მუშაკს შეუძლია.