en
ge

მწვანე ლიდერობის პროგრამა - მონაწილეების შესარჩევი კონკურსი

გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" ფარგლებში, ფოთში, ხობსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა (CSO) და სათემო (CBO) ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს სთავაზობს შესაძლებლობების გაზრდის ყოვლისმომცველ ინიციატივას - მწვანე ლიდერობის პროგრამას. 

ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე გადასვლის საკითხებზე მათი ცოდნის გაზრდას და ფოთსა და ხობში მწვანე ინიციატივების განსახორციელებლად, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

წყარო: jobs.ge