ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს „ვუთხრათ არა ძალადობას".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მე–9–10–11–12 კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ფოტო\პოსტერი\სლოგავი\ვიდეო ძალადობის თემაზე.
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში