სასემინარი მოიცავს ფემინისტური აზრის ევოლუციას და ეყრდნობა ფემინისტურ თეორიაში საბაზისო ავტორებს, მოკლედ მიმოიხილავს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ძირითად, წყალგამყოფ ისტორიულ მომენტებს და ყურადღებას ამახვილებს ზრუნვის ეკონომიკაზე, ფემინისტური სოციალური პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე. სემინარზე განიხილება, ადგილობრივი გამოცდილება და ქართულ რეალობაში მდგარი საჭიროებები თუ გამოწვევები. ასევე დრო დაეთმობა თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგისა და მნიშვნელოვანი დებატების თუ დილემების ანალიზს.
წყარო: პროგრესული იდეების სკოლა