ორგანიზაცია იმპულსი91 ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტის „გააგრძელე დისკუსია" განხორციელებას, რომელიც ახალგაზრდებში ტოლერანტობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის უმთავრესი ამოცანაა დისკუსიის წამოწყება და გაძლიერება იმ ჯგუფებთან დაკავშირებით,რომლებიც არიან დისკრიმინირებულნი.
პროექტი გულისხმობს სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის თემაზე.
შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:. ადამიანის უფლებები და დისკრიმინაცია. ეთნიკური უმცირესობები; რელიგიური უმცირესობები; რასიზმი,მისი ისტორიული საფუძვლები და განვითარება; სექსუალური უმცირესობები, მათი უფლებები, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობა.
ტრენინგებს ჩაატარებენ კონკრეტული სფეროს ექსპერტები. ტრენინგების ჩატარებისა და ჯგუფის გადამზადების შემდეგ დისკუსიები სტუდენტების მონაწილეობით გაგრძელდება ქუთაისის საჯარო სკოლებში. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვადასხვა საფეხურზე მყოფ(ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს) ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ CV და სამოტივაციაო წერილი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა) ელექტრონულ მისამართზე:impulsi91@gmail.com
პროექტის მონაწილეები შეირჩევიან გაგზავნილი CV-ის, სამოტივაციო ნაწილისა და გასაუბრების საფუძველზე.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
საკონტაქტო პირი:ქრისტინე მაღლაკელიძე
ტელ:558 586116