"საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი" ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო მიერ დაფინანსებული პროექტის "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში აცხადებს კონკურს.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
კონკურსის სამიზნე რეგიონები: აჭარა, სამეგრელო, გურია ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: კონკურსის სამიზნე რეგიონებიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია) გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
წყარო: jobs.ge