en
ge

ინგლისური ენის სასაუბრო ორთვიანი პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდული სივრცე“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.02.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/YouthSpaceakhalgazrduliSivrtse
ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდული სივრცე" გთავაზობთ ინგლისური ენის ორთვიან სასაუბრო პროგრამას.
• პროგრამის დასახელება Speak English, Be Competent
• პროგრამის ხანგრძლივობა ორი თვე: 15 თებერვალი-15 აპრილი 2014 წ.
• ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათ დღეს 12:00 სთ-ზე (თითოეული ლექციის ხანგრძლივობა სამი საათი)
• პროგრამაში მონაწილეობისთვის სასურველია ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა
• პროგრამის მეთოდები მოიცავს: დისკუსიებს სხვადასხვა თემაზე, როლურ თამაშებს, პრეზენტაციებს, ტესტირებებს და სხვა
• პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები გამოიმუშავებენ ინგლისური ენის სასაუბრო და მოსმენის უნარ-ჩვევების
• პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
• სრული პროგრამის ღირებულებაა 180 ლარი, სტუდენტებისთვის (სტუდენტის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში) 150 ლარი
• პროგრამის გაგრძელების მსურველები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით
• პროგრამა დაიწყება 15 თებერვალს
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV 1 თებერვლამდე მითითებულ ელ.ფოსტაზე youthspacegeorgia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 593 199 333; 598 508 820
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში